"მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება" - რას წერს გიორგი კეკელიძე?
გიორგი კეკელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ".
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.