"ხელები შორს ჩვენი პოლიციელებისგან, ამოლპებით ციხეებში! ვერავინ ვეღარ გიშველით, ევროპაც "ჩახსნილია"
პიარის ტექნოლოგი ლალი მოროშკინა თბილისში მიმდინარე აქციაზე პოსტს აქვეყნებს:
"ესე იგი ქალაქი უნდა გადაწვათ არა? აბა გაბედეთ!ხელები შორს ჩვენი პოლიციელებისგან! ხელები შორს სამშობლოსგან!!! გაფრთხილებთ!!! ამოლპებით ციხეებში!ვერავინ ვეღარ გიშველით, ევროპაც "ჩახსნილია"!
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.