საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ
საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ.
ამასთან, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმს აქვს დაკავებული.
ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
"ინტერპრესნიუსი"