"მოქმედების დროა დღეს! ან ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის ან ამ თა­ო­ბის ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კარი ჩა­ი­რა­ზე­ბა" - რას წერს თინა ხიდაშელი - კვირის პალიტრა

"მოქმედების დროა დღეს! ან ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის ან ამ თა­ო­ბის ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კარი ჩა­ი­რა­ზე­ბა" - რას წერს თინა ხიდაშელი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

"მოქ­მე­დე­ბის დროა დღეს! სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია იწე­რე­ბა დღეს! ქარ­თულ­მა ჯარ­მა ხალ­ხი უნდა და­იც­ვას, სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა და სამ­შობ­ლო! ახლა კეკ­ლუ­ცის დრო არ არის. ან ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის ან ამ თა­ო­ბის ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კარი ჩა­ი­რა­ზე­ბა.

ამა­სო­ბა­ში ამ ბრძო­ლას სტრუქ­ტუ­რა და ორ­გა­ნი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა, არა უბ­რა­ლოდ ლი­დე­რი, ორა­ტო­რი, არა­მედ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ფარ­თო ფრონ­ტი და დის­ციპ­ლი­ნა. ამ ბრძო­ლა­ში გა­მო­ი­ძერ­წე­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და ლი­დე­რიც!

ა ბურ­თი, ა მო­ე­და­ნი!" - წერს თინა ხი­და­შე­ლი.