"საქართველი იყო, არის და იქნება ევროპა!" - როგორ ეხმაურებიან ქართველი "ინფლუენსერები" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს - კვირის პალიტრა

"საქართველი იყო, არის და იქნება ევროპა!" - როგორ ეხმაურებიან ქართველი "ინფლუენსერები" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

თბი­ლი­სი წუ­ხელ მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­ში იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე წე­რენ Guardian, CNN, AP, euronews და სხვე­ბი.

პრო­ტეს­ტი 28 ნო­ემ­ბერს, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში ორი ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა.

ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლსა და სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, მათ შო­რის ცრემლსა­დენ გაზს, და ე.წ. წი­წა­კის სპრე­ის მო­მი­ტინ­გე­თა წი­ნა­აღ­მდეგ. ამ დრო­ის­თვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა.

ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში, ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აუ­დი­ტო­რია ჰყავს. ქარ­თვე­ლი "ინფლუ­ენ­სე­რე­ბის" ნა­წი­ლი თით­ქმის ყვე­ლა მოვ­ლე­ნა­ზე სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს, ნა­წი­ლი აქ­ცი­ებ­ზეც და­დის, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც დუ­მან. წუ­ხან­დელ მოვ­ლე­ნე­ბის არ იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი. უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი "ინფლუ­ენ­სე­რი", რომ­ლებ­საც რამ­დე­ნი­მე ათა­სი გა­მომ­წე­რე­ბი ჰყავთ, აქ­ცი­ის კად­რებს ავ­რცე­ლებ­დნენ. მათ ნა­წილს გა­მომ­წე­რებს შო­რის უამ­რა­ვი უცხო­ე­ლიც ჰყავს.

ვნა­ხოთ, ვინ რო­გორ გა­მო­ეხ­მა­უ­რა 28 ნო­ემ­ბრის მძი­მე ღა­მის ქრო­ნი­კას: გააგრძელეთ კითხვა

ea2b1c0a-7764-4f50-b147-a8c75fe0ef59-32425-1732864997.jpeg