"არასდროს, არასდროს დანებდე" - როგორ ეხმაურება ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?
ქართველი ტოპ მოდელი მატილდა გვარლიანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს და თავის პროტესტს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული "სთორებით" გამოხატავს.
მატილდა იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ღიად გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას. მას ამჯერად ზურაბ ჟვანიას ცნობილი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჟვანია ამბობს:
"არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა თქვა მკაფიო არა, არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, შენ ვერ წამართმევ მე იმ უფლებას, რომელიც მე ღმერთმა მომცა იმ მომენტში, როდესაც გამაჩინა ადამიანად. თუ საზოგადოება ამას ვერ მოახერხებს, თუ საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ ხერხდება ამ მთავარი "არას" სათქმელად, მაშინ ის საზოგადოება ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს, ის იქნება დამონებული, ის იქნება ყოველთვის მარიონეტის, გამოსაყენებელი მასალის როლში თავისი ხელისუფლების ხელში". გააგრძელეთ კითხვა