"საქართველოს დახმარება სჭირდება! - ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან" - რას წერს რასა იუკნევიჩიანე?
საქართველოს დახმარება სჭირდება! კიდევ ერთი დიქტატურა ევროპაში, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრი, რასა იუკნევიჩიანე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტები არიან.
„ბიძინას ყველა ნიღაბი ჩამოეხსნა. ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან“, - წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.