მძიმე ღამის "სტატისტიკა" - 33 დაშავებული: აქციის 13 მონაწილე, 4 ჟურნალისტი, 16 პოლიციელი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 შსს-ს თანამშრომელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
„რამდენიმე დაშავებული კლინიკაში რჩება მედიკოსების რეკომენდაციის შესაბამისად“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს იმ პირებს, ვინც თვითდინებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას
"ინტერპრესნიუსი"