"მამაჩემი სასტიკად მოკლა სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია... სასამართლოც კი არ ჩატარებულა" - რას წერს გურიაში მოკლული კაცის ქალიშვილი?
აგვისტოს თვეში ლანჩხუთში სარჯველაძეების ფერმაში უმძიმესი დანაშაული მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.
როგორც ადგილობრივები მაშინ ჰყვებოდნენ, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელია, რომელსაც მკვლელობამდე ფერმაში მოკლული თემურ სარჯველაძე გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ არაფხიზელმა ბრალდებულმა მას ჯერ ხელ-ფეხი შეუკრა, ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ე.წ სპიცით წამებით მოკლა.
რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი, ამას სამართალდამცავები ადგენენ. ერთ- ერთი ვერსიით, ფერმაში სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო კონფლიქტი, მეორე ვერსიით, ბრალდებულს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მთვრალმა სისასტიკე ჩაიდინა.
მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასტიკად მოკლული მამაკაცის ქალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მას უმძიმესი ფაქტი გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა და სპეცრაზმის თემამ გაახსენა.
ანანო სარჯველაძე წერს:
"მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, უჯანმრთელეს ჩემი მამაჩემი... ვინ? სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში. სასამართლოც კი არ ჩატარებულა. არ მინდა იმის წარმოდგენა ამ 4 წლის მერე რომ გამოვა, რა თქმა უნდა, ისევ შიზოიდი, მერე რას ჩაიდენს. გააგრძელეთ კითხვა