პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას - კვირის პალიტრა

პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმია იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა.

სპეცდანიშნულების რაზმის გარდა პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დროისთვის დგანან პარლამენტის წინ მთლიან პერიმეტრზე.

"ინტერპრესნიუსი"