ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა - კვირის პალიტრა

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელი გუშინაც დაშავდა. ისინიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს აშუქებდნენ.