პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს
საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობს.
წყლის ჭავლს უშვებენ როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ისე თავისუფლების მოედნის მხარიდან.
ადგილზე პერიოდულად ხდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს.
"ინტერპრესნიუსი"