გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის კა­ლათ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს მი­მარ­თავს - კვირის პალიტრა

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის კა­ლათ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს მი­მარ­თავს

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის კა­ლათ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს მი­მარ­თავს.

"გუ­რამ კა­ში­ას, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას, ვა­სილ ლობ­ჟა­ნი­ძეს.

თქვენ, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს, არა­ერ­თხელ გი­თხო­ვი­ათ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, სტა­დი­ონ­ზე მო­დით და მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რე­თო.

ახლა ამ ხალ­ხს, ვინც თქვენ თხოვ­ნას არა­ერ­თხელ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია და სტა­დი­ო­ნე­ბი გა­და­უვ­სია, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

მათ სცე­მენ, თა­ვებს უხეთ­ქა­ვენ, წი­წა­კის სპრე­ე­ბით წამ­ლა­ვენ იმის­თვის, რომ მათ თა­ვი­ან­თი - და თქვე­ნი - სამ­შობ­ლო რუ­სე­თის­თვის არ ემე­ტე­ბათ.

მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მკა­ფიო პო­ზი­ცია (და არა ინ­სტაგ­რამ სთო­რე­ბით კეკ­ლუ­ცო­ბა) თქვენ უფრო გჭირ­დე­ბათ. იმი­სათ­ვის, რომ ხვალ გქონ­დეთ იმის უფ­ლე­ბა, რომ ხალ­ხს ისევ სთხო­ვოთ სტა­დი­ონ­ზე მოს­ვლა.

არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა" - წერს ლომაია.