განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია საქართველოს ფეხბურთის კალათბურთისა და რაგბის ეროვნული ნაკრებების კაპიტნებს მიმართავს
განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია საქართველოს ფეხბურთის კალათბურთისა და რაგბის ეროვნული ნაკრებების კაპიტნებს მიმართავს.
"გურამ კაშიას, თორნიკე შენგელიას, ვასილ ლობჟანიძეს.
თქვენ, როგორც ეროვნული ნაკრებების კაპიტნებს, არაერთხელ გითხოვიათ გულშემატკივრებისთვის, სტადიონზე მოდით და მხარი დაგვიჭირეთო.
ახლა ამ ხალხს, ვინც თქვენ თხოვნას არაერთხელ გამოხმაურებია და სტადიონები გადაუვსია, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
მათ სცემენ, თავებს უხეთქავენ, წიწაკის სპრეებით წამლავენ იმისთვის, რომ მათ თავიანთი - და თქვენი - სამშობლო რუსეთისთვის არ ემეტებათ.
მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მკაფიო პოზიცია (და არა ინსტაგრამ სთორებით კეკლუცობა) თქვენ უფრო გჭირდებათ. იმისათვის, რომ ხვალ გქონდეთ იმის უფლება, რომ ხალხს ისევ სთხოვოთ სტადიონზე მოსვლა.
არჩევანი თქვენზეა" - წერს ლომაია.