საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს.
დემონსტრანტების მისამართით პერიოდულად ისროდნენ გაზის კაფსულებსაც, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.
ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.
"ინტერპრესნიუსი"