"60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია" - რა ინფორმაციას ავრცელებს საიას თავმჯდომარე? - კვირის პალიტრა

"60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია" - რა ინფორმაციას ავრცელებს საიას თავმჯდომარე?

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც ქურდოვანიძე წერს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაკავებულებს სწრაფად შეხვდეს ადვოკატი.

“ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე. 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას.

დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო - შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე.

ამ ნომერზე დაგვირეკეთ - არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზი 577070563”, - წერს ქურდოვანიძე.

"ინტერპრესნიუსი"