"ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში... ვამაყობ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით" - რას წერს თინა კანდელაკი?
პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. კანდელაკი წერს, რომ ამერიკელი სპეციალისტებისთვის ახლა უკანასკნელი იმედი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც პირადად მონაწილეობს არეულობებში
"ვაღიარებ, გამიკვირდა, როცა არჩევნების შემდეგ საქართველოში არ ყოფილა "მაიდანის" მსგავსი პროტესტის მოწყობის მცდელობა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რატომ – უბრალოდ ყველა ამერიკელი სპეციალისტი ძალიან დაკავებული იყო საკუთარ ქვეყანაში, სადაც უშედეგოდ ცდილობდნენ, რომ ტრამპი არ დაბრუნებულიყო.
ეს მათ ვერ მოახერხეს, და აი ახლა, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ისინი მაინც ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში. ბრძოლაში ჩართულია უკანასკნელი რეზერვი – ოდესღაც საფრანგეთიდან გამოგზავნილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირადად მონაწილეობს არეულობებში და ახლა ევროპელ ლიდერებს „მკაცრი რეაქციისკენ“ მოუწოდებს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. სუვერენიტეტი? ქვეყნის შიდა საქმე? მსგავსი სიტყვები, როგორც ჩანს, მის პროგრამაში არ არის ჩაწერილი. გააგრძელეთ კითხვა