"ან გამარჯვება, ან სიკვდილი, სხვა ხსნა არ ვიცი!" - რა ლექსს აქვეყნებს ბესიკ ხარანაული? - კვირის პალიტრა

"ან გამარჯვება, ან სიკვდილი, სხვა ხსნა არ ვიცი!" - რა ლექსს აქვეყნებს ბესიკ ხარანაული?

პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე ლექსს აქვეყნებს:

"აჰა,

ამაღლდა

საქართველო,

აიწია,

რქები შემართა,

დაიბღავლა,

ვინ დაუდგება!

მაღლა შეკიდა

ყველას დასანახად

თავისი ფიცი:

ან გამარჯვება,

ან სიკვდილი,

სხვა ხსნა

არ ვიცი!" - ვკითხულობთ პოეტის ფეისბუქ გვერდზე.