"რის­თვის იწ­ვა­ლეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა, თუ ევ­რო­პის­კენ სვლას ვწყვეტთ?" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები მიმდინარე მოვლენებს? - კვირის პალიტრა

"რის­თვის იწ­ვა­ლეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა, თუ ევ­რო­პის­კენ სვლას ვწყვეტთ?" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები მიმდინარე მოვლენებს?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მმარ­თვე­ლი ძა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე დიდი ხა­ნია ითხოვს, რომ ყვე­ლამ ვი­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს და ხალ­ხი იც­ნობს, თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ხო­ფე­რია, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ხო­ფე­რია წერს, რომ მისი ოც­ნე­ბა სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი იყო...

24f291b6-b6c8-44ba-9b9c-f519fa8bec73-39404-1732955267.jpg

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სწავ­ლის, შრო­მის მეტი არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. შეც­დო­მაც მომ­სვლია ბევ­რი, ალ­ბათ. მაგ­რამ ჩემი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა, ჰო, ოც­ნე­ბა, ჩემი სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი იყო, რად­გან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი. ვინ მოგ­ცათ თქვენ უფ­ლე­ბა და მან­და­ტი ჩვენს სამ­შობ­ლოს ეს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვათ?!

რა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს წყვეტთ 2028 წლამ­დე? - ჰო, იმე­დია, შეხ­სე­ნე­ბა იმის, მე რომ "ნაცი" არ ვარ, არაა სა­ჭი­რო" - წერს ხო­ფე­რია. გააგრძელეთ კითხვა