"შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს!" - ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში "სთორის" აქვეყნებს:
"ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.
ქართველი ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება. შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს!" - ვკითხულობთ ხვიჩა კვარაცხელიას პოსტში.