"ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება - ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა - საქართველოს ადგილი ევროპაშია" - რას წერს ბუდუ ზივზივაძე? - კვირის პალიტრა

"ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება - ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა - საქართველოს ადგილი ევროპაშია" - რას წერს ბუდუ ზივზივაძე?

ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი.

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება,რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა - საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - წერს ბუდუ ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.