"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე

გავრცელებული ინფორმაციით, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ია. ისი­ნი იზო­ლა­ტო­რებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სპეც­რაზ­მის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელდა ერთ-ერთი ასე­თი კად­რი დღეს გამ­თე­ნი­ი­სას გა­და­ი­ღო "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წევ­რმა თე­ო­ნა ჭა­ლი­ძემ.

ბიჭი, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი 23 წლის ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლია. მისი მშობ­ლე­ბი დიღ­მის იზო­ლა­ტორ­თან გამ­თე­ნი­ისას მი­ვიდ­ნენ.

"ქუ­ჩა­ში რომ აგ­დია, დიდი თმე­ბი­თა და ულ­ვა­შით შვი­ლი და დაგ­დე­ბულს რომ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ხე­ში წიხლს ურტყამს, იმ ბი­ჭის დედა ვარ, ახლა ვნა­ხე კად­რე­ბი, არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ, მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ“, - ამ­ბობს ელე­ნე ჯან­ჯა­ლია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას.

„ახლობლის მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, უგონოდ იყო, როგორც მეუბნებიან. ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. ვესაუბრე, არაფერი ახსოვს“, - ამბობს ელენე ჯანჯალია და ამატებს:

"ზვიადიზე ანგარიშსწორების ადგილიდან ხუთ მეტრში დააკავეს ჩემი მეორე შვილი გიორგი“. - ამბობს ელენე ჯანჯალია.

ნაცემი ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ელენე ჯანჯალიას თქმით, მას მომხდარი არ ახსოვს