"შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ "აზიური ოსკარი" ავიღე... შენ გიძღვნი საქართველო" - რას წერს ია სუხიტაშვილი
ქართულმა დრამატულმა ფილმმა „აპრილი“, რომლის რეჟისორიც დეა კულუმბეგაშვილია, აზიურ "ოსკარად" წოდებულ დაჯილდოებაზე APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა: "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო შესრულება", სადაც მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა.
კადრი ფილმიდანფილმი ასახავს მეან-გინეკოლოგის რთულ ბრძოლას, რომელსაც ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.
„აპრილი“ თავდაპირველად ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე წარსდგა. ვენეციაში მან სპეციალური ჟიურის პრიზი მოიპოვა, ხოლო სან სებასტიანის კინოფესტივალზე „Zabaltegi-Tabakalera“-ს კონკურსში გაიმარჯვა. გააგრძელეთ კითხვა