"გულწრფელად მაინტერესებს, ვისაც ომი არ გინდოდათ, ასე ხედავთ მშვიდობას?" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები თბილისში განვითარებულ მოვლენებს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს მთელი დღის განმავლობაში ეხმიანებოდნენ ცნობილი სახეები, ფეხბურთელები, კალათბურთელები, მსახიობები თუ პოლიტიკოსები... როგორც ისინი აცხადებენ, ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას:
მსახიობი ლელა მებურიშვილი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე სთორის აქვეყნებს:
"ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს სისასტიკეს და ძალადობას. ძნელია სიტყვების პოვნა იმის გამოსახატავად, თუ რამდენად მიუღებელია ეს ჩემთვის. ვგმობ და ვემიჯნები ძალადობას" - წერს ლელა მებურიშვილი.
მსახიობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ძალადობის ვიდეოს აზიარებს და წერს: "ეს საქართველოა!"
პოსტს აქვეყნებს ლიკა ევგენიძეც:
"არაფერი ადამიანური ამათში აღარ დარჩა".
"გულწრფელად მაინტერესებს, ვისაც ომი არ გინდოდათ, ასე ხედავთ მშვიდობას?"
"იმდენი ხანია ერთ წრეზე დავდივართ, უნდა გავარღვიოთ სიბნელე, სხვა გზა არ არის !"- წერს ლიკა ევგენიძე.
"ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემაც:
"ამის გამკეთებელს არ შერჩება არც სკამი, არც თანამდებობა, არც სახელი, არც წოდება, არაფერი...