"გულწრფელად მაინტერესებს, ვისაც ომი არ გინდოდათ, ასე ხედავთ მშვიდობას?" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები თბილისში განვითარებულ მოვლენებს - კვირის პალიტრა

"გულწრფელად მაინტერესებს, ვისაც ომი არ გინდოდათ, ასე ხედავთ მშვიდობას?" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები თბილისში განვითარებულ მოვლენებს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს მთელი დღის განმავლობაში ეხმიანებოდნენ ცნობილი სახეები, ფეხბურთელები, კალათბურთელები, მსახიობები თუ პოლიტიკოსები... როგორც ისინი აცხადებენ, ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას:

462583521-1771008233702544-7447609359990514595-n-1732987218.jpg

მსახიობი ლელა მებურიშვილი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე სთორის აქვეყნებს:

"ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს სისასტიკეს და ძალადობას. ძნელია სიტყვების პოვნა იმის გამოსახატავად, თუ რამდენად მიუღებელია ეს ჩემთვის. ვგმობ და ვემიჯნები ძალადობას" - წერს ლელა მებურიშვილი.

მსახიობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ძალადობის ვიდეოს აზიარებს და წერს: "ეს საქართველოა!"

462576665-3835768993308383-8954625820857424407-n-1732987218.jpg

პოსტს აქვეყნებს ლიკა ევგენიძეც:

"არაფერი ადამიანური ამათში აღარ დარჩა".

"გულწრფელად მაინტერესებს, ვისაც ომი არ გინდოდათ, ასე ხედავთ მშვიდობას?"

462582417-595056323017344-987968578395069224-n-1732987218.jpg

"იმდენი ხანია ერთ წრეზე დავდივართ, უნდა გავარღვიოთ სიბნელე, სხვა გზა არ არის !"- წერს ლიკა ევგენიძე.

"ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემაც:

screenshot-1-41983-1732987336.jpg

"ამის გამკეთებელს არ შერჩება არც სკამი, არც თანამდებობა, არც სახელი, არც წოდება, არაფერი...