"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... მოასწრო და ფეისბუქზე დაწერა, რომ დააკავეს" - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი შვილის დაკავებაზე
როგორც გავარკვიეთ, გამთენიას აქციაზე დაკავებულებს შორის არის კონფლიქტოლოგის, ყოფილი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ვაჟი, მიხეილ ზაქარეიშვილი. ის ამ დრომდე საგარეჯოს იზოლატორში რჩება. ოჯახმა შვილის დაკავების ფაქტი სოციალური ქსელით შეიტყო.
პაატა ზაქარეიშვილი:
- სოციალური ქსელით გავიგეთ მისი დაკავების ამბავი, ჩემი შვილი, მიხეილ ზაქარეიშვილი, გამთენიას, 6 საათზე დააკავეს აქციაზე და ბრალად ედება თითქოს პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ხულიგნობდა. არადა კადრები გავრცელდა ტელევიზიით მისი დაკავების და კადრებში ჩანს რომ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. მშვიდად მიყვება პოლიციას.
საეჭვოა რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ასეა თუ ისეა, ფაქტია დაკავებულია, საქმე სასამართლოშია გადაცემული და ალბათ სასამართლო განიხილავს საქმეს. როგორც ირკვევა, ვიდრე ტელეფონს ჩამოართმევდნენ პოლიციელები მოასწრო და ფეისბუქზე დაწერა, რომ დააკავეს, ასე გავიგეთ ჩვენ და მერე ტვ. პირველის კადრებიც ვნახეთ, სადაც ნამდვილად ჩანდა კადრებში. ჩემი შვილი 1987 წელს არის დაბადებული. ის სულ დადის აქციაზე. გააგრძელეთ კითხვა