"ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო რაც გუშინ ვნახე... თუ ეს როდესმე ხდებოდა და ცუდი იყო და ეს დღეს ხდება, ეს ისეთივე ცუდია, როგორც ადრე" - შოთა არველაძე საპროტესტო აქციას შეუერთდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ცნობილი სახეები ეხმაურებიან. ფეხბურთელი შოთა არველაძე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
"საიდან დავიწყო, რთულია ალბათ, ყველას თავისებური პროტესტი აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა დღეს რომ არ მოვსულიყავი აქ და არ შევერთებოდი ამ მონაწილეებს. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო რაც გუშინ ვნახე. ცოტა შეიძლება არ იყოს ჩემი ეს პასუხი დალაგებული დღეს, რადგან რაც ხდება საშინელებაა, ის ვინც უნდა გიცავდეს, ასე ექცევა თანამემამულეს, ასე ექცევა ქალს..
თუ ეს როდესმე ხდებოდა და ცუდი იყო და ეს დღეს ხდება, ეს ისეთივე ცუდია როგორც ადრე, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ, აუცილებალად უნდა გამოხატო, თქვა, დაწერო... მაგრამ გადავწყვიტე რომ ამ მოვლენებზე არაფერი დამეწერა და თუ მექნებოდა საშუალება მოვსულიყავი და შევუერთდი ამ პროტესტს.
არ ვაკნინებ არავის, ჩემი აზრი სოციალური ქსელითაც მომიწოდებია...
პირველ რიგში, ერთადერთი რისი გაგებაც მინდა, რატომ შეიძლება საკუთარ ადამაინებს მოექცე ასე, რატომ არ შეიძლება უკეთესად ახსნა ეს ყველფერი და ამის შემდეგ თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო წესიერად წიხლებით არ შესდგე და ხორხი არ გაუჭყლიტო ნახევარ საქართველოს... ეს არ მომწონს და არ შეიძლება ამის შორიდან ყურება.
ცალკეულ განცხადებებს არ ვაკვირდები, უფრო მთლიან სურათს მინდა შევხედო და ყველა განცხადების შემდეგ რატომ გამოდის სამასი ათასი ადამიანი გარეთ?! იმიტომაც აბარიათ ეს ქვეყანა რომ ეს გააცნობიერონ" - აღნიშნავს შოთა არველაძე "ტვპირველთან" საუბრისას.