ძალიან ცუდი ამბავი - ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა - კვირის პალიტრა

ძალიან ცუდი ამბავი - ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

tviti-1732995339.jpg

"აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს "ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა," - წერს მილერი.

"ინტერპრესნიუსი"