რა ვითარებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება. შსს-ს გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დგებიან.

აღნიშნული გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ძალების მისამართით ბოთლები, ქვები და სხვა ნივთები ისროლეს.

ისინი ასევე, იყენებენ პიროტექნიკას და უშვებენ ფერად კვამლს.