რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აკავებს - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აკავებს

რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის გამოც დემონსტრანტების ნაწილს პირველადი დახმარება სჭირდებათ. მომიტინგეების ნაწილს სუნთქვის პრობლემები აქვს. ასევე, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ადგილი აქვს სპეცრაზმსა დააქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას.

საპოლიციო ძალებმა ადგილზე რამდენიმე პირი უკვე დააკავეს, რა პროცესიც ახლაც გრძელდება.

აქციის მონაწილეების დაკავებას სხვა მომიტინგეების მხრიდან პროტესტი ახლავს.

პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის გარდა, ინციდენტებს აქვს ადგილი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზეც. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე შესასვლელთან დაძაბული ვითარებაა.