რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, აქციის დაშლის ღონისძიების დროს, შეუძლოდ გახდა ოპერატორი გიორგი შეწირული.

ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავდა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.