"ჩემს ქვეყანას ვერ გაარუსებთ!.. ნაკერებიც მალე შეხორცდება, მაგრამ..." - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი რომელიც აქციაზე დაშავდა
"ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაშავდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ჩემს ქვეყანას ვერ გაარუსებთ! არავის ეშინია არც თქვენი რობოკოპების, არც "ომონად" გადაქეცეული პოლიციის და არც ტიტუშკების!
ხალხო, ძალიან მიყვარხართ. მადლობა ყველას მხარდაჭერის, სიყვარულის და უდიდესი მოტივაციისთვის!
მე კარგად ვარ - ჩემი ნაკერებიც მალე შეხორცდება, მაგრამ ეს რეჟიმი ჩამოიშლება. შევხვდებით ძალიან მალე, რა თქმა უნდა იქ, სადაც საქართველოს ისტორია იწერება ახლა!", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.