"მოვკალი დედაჩემი. არ მინდოდა, რომ ეს ჩამედინა" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც დედა მოკლა და რა დეტალები ხდება ცნობილი თბილისში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე?
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა, რომელსაც ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. როგორ ჩანს, მის შვილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მან დედის მკვლელობის შემდეგ ვიდეო გაავრცელა ტიკტოკზე, სადაც ამბობს, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს და ასეც მოიქცა. ის მომხდარის გამო ბოდიშს უხდის მის ოჯახის წევრებს. „თუკი ამ ვიდეოს უყურებთ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. თუ ეს ვიდეო შეგხვდათ ეს იმან ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ, იმიტომ რომ თავი მოვიკალი და სანამ ამას ჩავიდენდი ". არ მინდა, რომ ყველაფერი ასე იყოს. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომ ამხელა ტრაგედია მოხდა...“, - ამბობს ვიდეოში ახალგაზრდა. იმასაც ამბობს, რომ ამ ფაქტამდე მას 9-ჯერ ჰქონდა თავად თვითმკვლელობის მცდელობა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.