"ახალგაზრდებს ვერ დაამარცხებთ, თქვენ სიძულვილი გამოძრავებთ, მათ კი თამაშის სიხარული. თანაც "თამაშის" მიზანი ქვეყნის დაბრუნებაა მის მრავალწლიან, მეტიც, საუკუნოვან მისწრაფებასთან" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდებს ვერ დაამარცხებთ, თქვენ სიძულვილი გამოძრავებთ, მათ კი თამაშის სიხარული. თანაც "თამაშის" მიზანი ქვეყნის დაბრუნებაა მის მრავალწლიან, მეტიც, საუკუნოვან მისწრაფებასთან"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბავშვობაში შატალოზე რომ მივდიოდით, პიონერხელმძღვანელი მოგვდევდა, გავრბოდით და ისიც მორბოდა, ისიც საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ისე მორბოდა, ღობეებს ახტებოდა, რომ დავეჭირეთ. ამაზე ბედნიერი შატალო არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი მოჰყვებოდა. არ შეედრებოდა იმ გრძნობას, როცა შეუმჩნევლად ვიპარებოდით სკოლიდან და არავინ მოგვდევდა. ასაკის მატება მაშინ ვიგრძენი, მდევართან თამაში რომ სახალისოდ აღარ მეჩვენა. ახალგაზრდებს ვერ დაამარცხებთ, თქვენ სიძულვილი გამოძრავებთ, მათ კი თამაშის სიხარული. თანაც "თამაშის" მიზანი ქვეყნის დაბრუნებაა მის მრავალწლიან, მეტიც, საუკუნოვან მისწრაფებასთან. ღირებულებითი აზროვნება ბედნიერებას აასმაგებს" - წერს ფანჯიკიძე.