აქციაზე დაკავებული ბექა ბერიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - რა ინფორმაციას ავრცელებს "რადიო თავისუფლება"?
"რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი, ბექა ბერიძე პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს დააკავა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
"ბექა ბერაძის ძმა, თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია“,- წერს „რადიო თავისუფლება“.
"ინტერპრესნიუსი"