საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციის მაღიარებელ სირიელ ასადს შავი დღეები დაუდგა-გამოიქცევა თუ არა პუტინის არმია სირიიდან?..
ჩვენ ჩვენი სერიოზული შიდა პრობლემები გვყოფნის,მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ თუ რა ხდება ოკუპანტი რუსეთის ბანაკში, რომლის ერთ-ერთ მოკავშირის, სირიის (რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა) მიწაზე კვლავ დიდმა ომმა იფეთქა...
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს შავი დღეები დაუდგა-მისი ერთგული არმია თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა ალეპოდან და ახლა შეიძლება ჰამას დატოვებაც მოუწიოს-ეს ის ძირითადი სირიული ქალაქებია,რომლებზეც კონტროლის დამყარებაში ასადს პუტინი ძალიან დაეხმარა, რისთვისაც რუსეთმა სირიაში ორი დიდი სამხედრო ბაზა განათავსა-საჰაერო ჰმეიმინში და საზღვაო ტარტუსში...
და ძალიან მალე შეიძლება დადგეს მომენტი, რომ კრემლს მოუწიოს ამ ორივე თავისი სამხედრო ბაზის სასწრაფო ევაკუაციის დაწყება,თუკი სირიაში შეიარაღებული ოპოზიციური ძალები გაიმარჯვებენ და ასადის რეჟიმს დაამხობენ...
ბაშარ ასადს გუშინ სასწრაფოდ მოუწია მოსკოვში ჩაფრენა და პირადად პუტინთან აუდიენციის გამოთხოვა, როგორც ჩანს ასადის რეჟიმის მდგომარეობა მართლაც ისე მყიფეა, რომ ის პირადად ეახლა კრემლის უხუცესს ბინადარს და კიდევ ერთხელ სთხოვა მისი ხელისუფლების გადარჩენა, როგორც ეს რუსეთმა უკვე გააკეთა 2015-2020 წლებში...
ვინ არის ის ძალა,რომელმაც სულ რაღაც სამ დღეში შესძლო ასადის რეჟიმის ასე შერყევა?
ეს არის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი“,რომელიც 2017 წელს შეიქმნა სირიის სამოქალაქო ომის დროს და იბრძვის ასადის რეჟიმის ჩამოსაგდებლად.მიუხედავად იმისა,რომ ეს დაჯგუფება რუსეთის გარდა ტერორისტულად აქვთ აღირებული აშშ-ებსა და თურქეთსაც,ასადის მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მეზობელი თურქეთი ფარულად ეხმარება მათ...
27 ნოემბრის შემდეგ, რაც მოულოდნელად განახლდა საბრძოლო მოქმედებები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში,დაბნეულმა ასადის არმიამ სწრაფი უკან დახევა დაიწყო და „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლებს დაუტოვა დიდი რაოდენობის ის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი (რასაც რუსეთი ბოლო წლებში აწვდიდა ასადის რეჟიმს) რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ასადის მოწინააღმდეგეთა შეტევები.
„ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ გარდა ასადის მომხრეებს ასევე უტევს „სირიის თავისუფალი არმია“, რომლის უკანაც მოიაზრება საუდის არაბეთისა და თურქეთის ინტერესები,ხოლო თავად დედაქალაქ დამასკოში ქუჩის ბრძოლები აქვთ გამართული თავად ასადის რეჟიმის რესპუბლიკური გვარდიისა და ასადის არმიის მეოთხე დივიზიის დანაყოფებს-ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის უშიშროების სამსახურის უფროსი ბრიგადის გენერალი ჰასამ ლუკა თითქოს განუდგა ასადს და ახლა ჯარისკაცებთან ერთად უტევს პრეზიდენტის სასახლეს...
როგორც გამოჩნდა, რუსეთისა და ირანის მიერ მიცემული გარანტიები სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნების თაობაზე მყიფე გამოდგა-მოწინააღმდეგეები დედაქალაქ დამასკოსკენ მიიწევენ და ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ კარგი დღე არც პროირანული დაჯგუფებების ბაზებს დაუდგებათ(რომლებიც მრავლადაა სირიის ტერიტორიაზე) და არც ჰმეიმისა და ტარტუსის რუსულ სამხედრო ბაზებს,მათი სასწრაფოდ ევაკუაცია მოუწევს თეირანსაც და მოსკოვსაც...
და ვინ დარჩება ამ ყველაფრისგან მოგებული?
რა თქმა უნდა...ისრაელი!
ისრაელი,რომელმაც მიაღწია დიდ სამხედრო წარმატებას „ჰამასისა“ და „შეზბოლას“ წინააღმდეგ ომებში(თუმცა ღაზას სექტორსა და სამხრეთ ლიბანში დიდი ნგრევებისა და ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლის ხარჯზეც) და სურს გადაუკეტოს „ჰეზბოლას“ ირანიდან სირიის ტერიტორიაზე გამავალი შეიარაღებით მომარაგების სახმელეთო დერეფანი...