“საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი" - რა განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი? - კვირის პალიტრა

“საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი" - რა განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.

“საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ ეთერი”, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, პრეზიდენტს მოუწოდებენ, მივიდეს ტელევიზიაში.

პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა პირველ არხთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.