"დედიკოს ანგელოზები სახლში ბრუნდებიან, სამწუხაროდ, დედიკო მფარველი ანგელოზი იქნება" - რა ვიდეოს აქვეყნებს მშობიარობისას დაღუპული ქალის მეუღლე?
28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა, სამწუხაროდ, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
შორენამ ქუთაისის მეორე სამშობიაროში იმშობიარა, ტყუპი ბიჭები გააჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბედნიერებით ტკბობა ვერ შეძლო, მოულოდნელად, მისი მდგომარეობა დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, ახალნამშობიარებ ქალს სისხლდენა დაეწყო და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. კომაში ჩავარდა. დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. ქუთაისიდან ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმები იბრძოდნენ მის გადასარჩენად...
შორენა ონიანის მეუღლე სოციალურ ქსელში ტყუპი ბიჭების ვიდეოებს აზიარებს:
"დედიკოს ანგელოზები სახლში ბრუნდებიან. სამწუხაროდ, დედიკო მფარველი ანგელოზი იქნება" - წერს გიგა ცხელიშვილი.