"ათავისუფლებენ, განცხადების დაწერა მოსთხოვეს" - რას წერს გიორგი კეკელიძე თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელზე? - კვირის პალიტრა

"ათავისუფლებენ, განცხადების დაწერა მოსთხოვეს" - რას წერს გიორგი კეკელიძე თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელზე?

წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე საქართველოში, . წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელობიდან ნინია მაჭარაშვილს ათავისუფლებენ.

"როგორც შევიტყვე, ნინია მაჭარაშვილს ათავისუფლებენ (განცხადების დაწერა მოსთხოვეს) თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელობიდან. ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის ერთ-ერთი რეკომენდატორი ვიყავი მე და ძალიან ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით.ნინია არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი კულტურისა და განათლების სფეროში. მას უკავშირდება ბევრი რეფორმა ქალაქის ბიბლიოთეკებში. თბილისის მსოფლიოს წიგნის დედაქალაქად გამოცხადებაც ნინიას და მისი გუნდის დამსახურებაა", - წერს კეკელიძე.