"რისთვის მიხდით მადლობას? ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს – არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ეროვნული იდენტობით, ბრძოლითა და ღირსებით მოიპოვეს" - კვირის პალიტრა

"რისთვის მიხდით მადლობას? ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს – არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ეროვნული იდენტობით, ბრძოლითა და ღირსებით მოიპოვეს"

მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ძალიან ბევრ მადლიერების წერილს ვიღებ ჩემი პოზიციის გამოხატვისთვის. რისთვის მიხდით მადლობას? ეს ხომ ის მინიმუმია, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, ამიტომ მიკვირს მადლობა, რომ ვთვლი: ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს და ერთი მოტივი – არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ეროვნული იდენტობით, ბრძოლითა და ღირსებით მოიპოვეს და ჩვენთვის დანატოვარია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, გავხდეთ ის თაობა, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენი დასავლური კურსის რადიკალურ ჩაკეტვას! წინ ევროპისკენ!” – წერს მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი

nacvlishvili-1733157488.jpgnacvlishvili-1733157488.jpg