"სპეცრაზმელებს შორის მოვხდი... კითხვებზე ვპასუხობდი" - რას ჰყვება აქციაზე ნაცემი ბალერინა?
მოცეკვავე ნათია ბუნტური აქციებზე მეგობრებთან და უამრავ ადამიანთან ერთად მუდმივად დადის...
29 ნოემბერს აქციის მორიგი დაშლისას ის სპეცრაზმელების სამიზნე აღმოჩნდა. მას სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. Ambebi.ge ნათია ბუნტურს დაუკავშირდა.
- ნათია, როგორ გრძნობთ თავს?
- არც ისე კარგად, მაგრამ ხალხი, ვინც იქ ყოველ დღეს დგას, არ ვიცი, რას უძლებს...
- ვნახეთ თქვენ მიერ გავრცელებული ფოტოები და აქციების დაშლისას თქვენც დაშავებულხართ. რა მოხდა?
- ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ და როცა ვახერხებთ, თბილისში აქციებზე ჩავდივართ და დილით უკან ვბრუნდებით. 29 ნოემბერსაც იქ ვიყავით. მეგობრები ყველანი ერთად ვიდექით, რაღაც მომენტში ჩემებისგან ცოტა მოშორებით აღმოვჩნდი. სადაც ვიდექი, იმ წამს რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, უცებ წავიბორძიკე, დავინახე ხალხი უკან გაიქცა და სპეცრაზმელების შორის მოვხდი. რას ვიზამდი, ვერ გავიქცეოდი. გვერდით ქუჩაზე გამიყვანეს.
სად არიან შენები, სად არის მანქანა?
- კითხვებს მისვამდნენ, მეც ვუპასუხებდი. ამ საუბრისას გარშემო მედგნენ. მერე მარჯვნიდან ერთ-ერთმა თავში ორჯერ ჩამცხო, ისეთი ძალით, ცხვირიდან სისხლი წამსკდა...
- რატომ?
- არ ვიცი, ასე უნდოდა, ეტყობა. არადა, ჩვეულებრივად მეკითხებოდნენ რაღაცებს და ამის გამო იმ მომენტში შიში არ მქონდა, რომ რამე მემუქრებოდა. აი, ასე უეცრად მოწყვეტით ჩამარტყა... იხილეთ სრულად