"არაადამიანური ცილისწამებაა ყველაფერი ის, რაც გამოაქვეყნეს..." - თამრიკო ჭოხონელიძე სკანდალურ ვიდეოზე განმარტებას აკეთებს
სოციალურ ქსელში თამრიკო ჭოხონელიძის ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამრიკო ჭოხონელიძემ პირად პროფილზე ატვირთა ვიდეომიმართვა ყველა ემიგრანტის მიმართ, სადაც საუბრობს, თუ როგორ ამოჭრეს მისი სიტყვები და ასევე აქვეყნებს ვრცელ სიტყვას გადაცემიდან, რომლის მოსმენასაც სთხოვს ემიგრანტებს. ვიდეომიმართვაში კი საუბრობს:
"ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო. კიდევ ერთხელ იკადრეს უკადრებელი სახელისუფლებო არხებმა, და დამიჭრეს დღევანდელი ჩემი სიტყვიერი გამოსვლა ჩემს რუბრიკაში, სადაც არაადამიანური ცილისწამებაა ყველაფერი ის, რაც გამოაქვეყნეს... მე მოგმართავდით თქვენ და თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენ მიმართ, ყოველ მეორე-მესამე გადაცემაში თქვენზე ვსაუბრობ. მე თქვენ მადლიერებას გიძღვნით ყოველთვის, იმიტომ, რომ თქვენ მართლა ძალიან ღირსეულები ხართ. მე თქვენით ძალიან ვამაყობ... ჩემი თხოვნა იქნება, ნახოთ მთლიანი გადაცემა... სწორედ ეს ზიზღია, რომ აქცევს ქვეყანას... თურმე საშინელი პანიკა ატყდა და რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. გასალანძღია ის ადამიანი, ვინც ზოგადად ემიგრანტებს ლანძღავს. მაგრამ სამწუხაროდ, გამოერია თქვენში ისეთი არაერთი ემიგრანტი, რომელიც პროპაგანდირებს რუსეთს, რაც ნერვებს უშლის აქ ადამიანებს, რომელთა სიცოცხლე ყოველ წუთს, ყოველ წამს საფრთხეშია... ამიტომ ვთქვი და მივმართე იმათ, რომ გაჩუმდით-მეთქი. და კიდევ ვეტყვი, რომ გაჩუმდით! შეიმალეთ სოროებში, როგორც ვირთხები, იმიტომ, რომ მართლა არ ხართ ამის ღირსი. თქვენ საქართველოს ღირსი არ ყოფილხართ!...კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ნახოთ ჩემი ვიდეო"