"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა..." - რას წერს საბა საპანაძე
Geo Team-ის ავტორი და დამფუძნებელი, საბა საპანაძე წერს, რომ ის იღებს შეტყობინებებს და ადამიანები სწერენ, რომ გიორგი მიქაუტაძის ძარცვაში "ფეხბურთელის სახლში მის მიერ გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა".
"დღეს შუადღით ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე, რომ ჩემი მეგობრის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.
უმძიმესი წასაკითხი იყო ეს ამბავი და როგორც გიოს, ასევე მის ოჯახის წევრებს ანერვიულებულმა მივწერე, რადგან ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყო.
საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი კარგადაა.
უმძიმესი წასაკითხია ის კომენტარები, თუ მესიჯები, რომელსაც ამ ფაქტის გაგებიდან მოყოლებული ჩემი მისამართით ვიღებ, რომ ძარცვაში, რომელიც მოხდა, ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეოში წამითაც კი არ ყოფილა მისამართი ან სახლის ლოკაციის რაიმე მაიდენტიფიცირებელი მომენტი ნაჩვენები." გააგრძელეთ კითხვა