"ჯერ ლიკა შეეწირა მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, დღეს დამთავრდა ლევანის ამქვეყნიური ყოფნაც“ - რას წერს ლევან პირველის მეგობარი
ბიზნესმენი ლევან პირველი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ლევან პირველის მეგობარი, მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ცნობილია, ბიზნესმენს რამდენიმე თვის წინ ღვიძლი დამ, ლიკამ გადაუნერგა, რომელსაც თრომბი განუვითარდა და გარდაიცვალა. ლიკა პირველის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა.
“ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი... უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში...
ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც...
ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი...
იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა...“, - წერს მირიან ყარაულაშვილი.
"2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა"