"სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ" - ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
"ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ", - წერს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში საპროტესტო აქციებია. ეს მოჰყვა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი". საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციების აქტიური მხარდამჭერია.