დოდი ხარხელის სახლთან კვლავ ხმაურია - რას ამბობს შსს აქტივისტის დაკავებაზე - კვირის პალიტრა

დოდი ხარხელის სახლთან კვლავ ხმაურია - რას ამბობს შსს აქტივისტის დაკავებაზე

აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან კვლავ ხმაურია. ადგილზე ხმაური საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე სამართალდამცავის გამოსვლას მოჰყვა. „ჩაუდეთ ბიჭო? რა ჩაუდეთ?“ - მიმართეს მოქალაქეებმა პოლიციას.

შეკრებილი საზოგადოება სკანდირებს: „დოდი!“, „დოდი, გამოდი“!

ცნობისთვის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები აღნიშნავენ, სამართალდამცავებმა დოდი ხარხელი სახლში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“.