"თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ სახლებში ისხდეთ და იყოთ ჩუმად... ბავშვებო, დღეს გულგრილობა დანაშაულია" - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს მიმართა
"ბავშვებო, დღეს გულგრილობა დანაშაულია". - ასე მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ სტუდენტებს. მან ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის.
"მე მინდა მადლობა გითხრათ. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ სახლებში ისხდეთ და იყოთ ჩუმად, ამის უფლება არ გაქვთ, გაიგეთ?
ამის უფლება არ აქვს საქართველოში დღეს არც ერთ ქართველს და მე მსიამოვნებს და მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტობა, ჩვენი ახალგაზრდობა არის აქტიური და იზიარებს როგორც ამ ქვეყნის ბედის თანაზიარი იმ მდგომარეობას, რაც დღეს ქვეყანაშია". გააგრძელეთ კითხვა