"ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო" - რას წერს ლანა ღოღობერიძე? - კვირის პალიტრა

"ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო" - რას წერს ლანა ღოღობერიძე?

რეჟისორი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

'სა­ქარ­თვე­ლო, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ფეხ­ზე დგას.

ახალ­გაზ­რდა, იმე­დით სავ­სე, უში­შა­რი, მედ­გა­რი სა­ქარ­თვე­ლო!

ჩვენ დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მომსწრე­ნი ვართ: დიდ გან­საც­დე­ლებ­თან ჭი­დი­ლის შე­დე­გად, ჩვენ თვალ­წინ და­ი­ბა­და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ამ გოგო-ბი­ჭე­ბის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მარ­თლა არ ეში­ნია არც წი­წა­კის სპრე­ი­გა­რე­უ­ლი წყლის ჭავ­ლის, არც ქი­მი­ურ­ნივ­თი­ე­რე­ბი­ა­ნი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის, არც მო­ძა­ლა­დე­თა სი­სას­ტი­კის.

ეს არის სა­მო­ქა­ლა­ქო ეროვ­ნუ­ლი იდე­ით და სა­უ­კუ­ნე­თა წი­აღ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რით შთა­გო­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც დაძ­ლია ის­ტო­რი­უ­ლად დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი მარ­ტო­ო­ბა და იპო­ვა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ევ­რო­პულ ოჯახ­ში.

ამი­ტო­მაც მჯე­რა: დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ად­გი­ლი ქუ­ჩა­შია. მე თვი­თონ ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ვნა­ნობ, რომ არ ვარ 70-ს ან თუნ­დაც 80-ს და ამი­ტომ ვერ ვდგა­ვარ თქვენს გვერ­დით.მაგ­რამ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, ანუ სუ­ლის­კვე­თე­ბით, თქვენ­თან ვარ. ყო­ველ­თვის, ყო­ველ წუთს.და გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ გრძელთმი­ა­ნი ბი­ჭის გვერ­დით, რო­მელ­საც, ას­ფალტზე და­ვარ­დნილს, ის რო­ბო­კო­პე­ბი თავ­ში ფეხს ურტყამ­დნენ!

სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს კად­რი ამ დრო­ის კი­დევ ერთ სიმ­ბო­ლოდ დარ­ჩე­ბა ჩვენს სის­ხლი­ან ის­ტო­რი­ას.და კი­დევ, ვფიქ­რობ, რომ ეს ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ცა­რი­ელ ად­გილ­ზე არ და­ი­ბა­და, და ისევ და ისევ 9 აპ­რი­ლი მიდ­გე­ბა თვალ­წინ: რო­გორ წა­მო­ვი­და მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ტან­კე­ბი, რო­გორ დაგ­ვდევ­დნენ ის უცხო ტო­მის, შემ­ზა­რა­ვი, ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი და მუ­ზა­რა­დი­ა­ნი, ნი­ჩაბ­შე­მარ­თუ­ლი არ­სე­ბე­ბი, რო­გორ იდგა ეს ე.წ. საბ­ჭო­თა ხალ­ხი ამ სა­ში­ნე­ლი ძა­ლის წინ და მღე­რო­და... რო­გორ შე­ვა­ფა­რეთ თავი - ჩახ­ტო­მით - ქაშ­ვე­თის ეზოს და სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა ქარ­თულ­მა მი­ლი­ცი­ამ!

(ეს სულ უნდა გვახ­სოვ­დეს: მა­შინ ქარ­თუ­ლი მი­ლი­ცია ხალ­ხის მხა­რეს დად­გა!)წლე­ბის მერე კი იყო ის დიდი მო­მენ­ტი: ევ­რო­საბ­ჭოს ფა­სა­დის წინ, გერ­მა­ნი­ის და საფ­რან­გე­თის დრო­შებს შო­რის აღი­მარ­თა ქარ­თუ­ლი შინ­დის­ფე­რი დრო­შა. არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რა მღელ­ვა­რე­ბით ადევ­ნებ­და თვალს ამ პრო­ცესს ზურა ჟვა­ნია, რო­მელ­მაც მა­შინ წარ­მოთ­ქვა ეს უკ­ვდა­ვი ფრა­ზა:

“მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე, ვარ ევ­რო­პე­ლი“.

ვიხ­სე­ნებ ამ და­უ­ვი­წყარ მოვ­ლე­ნებს და ვფიქ­რობ: არა­ფე­რი არ ადუ­ღა­ბებს ერს ისე, რო­გორც "ერ­თო­ბა ის­ტო­რი­ი­სა“ (ილია).დღეს სწო­რედ იმ დრო­შა­ში იყო გახ­ვე­უ­ლი ის მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ისე უშ­ვერ­და თავს წყლის ჭავლს, თით­ქოს ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და.

და მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა: სა­ქარ­თვე­ლო დღეს ისე ცო­ცხა­ლია, რო­გორც არა­სო­დეს!" - წერს ღოღობერიძე