რა ხდება სამხრეთ კორეაში, სადაც პრეზიდენტს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება სურს - კვირის პალიტრა

რა ხდება სამხრეთ კორეაში, სადაც პრეზიდენტს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება სურს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებდა.

„საომარ მდგომარეობას ვაცხადებ, თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დასაცავად და ამაზრზენი პრო-ჩრდილო კორეული ანტისახელმწიფოებრივი ძალების გასანადგურებლად“, - განაცხადა იუნ სულ იოლმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აიკრძალება, ხოლო მედია კონტროლის ქვეშ იქნება.

ცნობისთვის, ეს 1980 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ვუ ვონ-სიკის წარდგენილ რეზოლუციას მხარი პარლამენტში საგანგებო სესიაზე დამსწრე 190-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ კენჭისყრის შედეგებს დაემორჩილოს.

"ინტერპრესნიუსი"