პარლამენტის წინ აქციაზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო
პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენა დაიწყო.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციელების კორდონია განლაგებული. თუმცა წყლის ჭავლის მანქანები არა განლაგებული.
მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
"ინტერპრესნიუსი"